ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ადმინისტრაცია FACEBOOK-ზე რეკლამისთვის 400 ათას ლარს დახარჯავს
22 იანვარი, 2019

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Facebook-ზე განთავსებული პოსტების რეკლამირებისთვის, მიმდინარე წლის ბოლომდე 400 ათას ლარს დახარჯავს. 

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება ექსკლუზიურად სწორედ ამ სოციალურ ქსელთან გაფორმდება. 

ტურიზმის ადმინისტრაციამ Facebook-ი მისი მაღალი პოპულარობის გამო შეარჩია. 

„Facebook-ი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო სოციალური პლატფორმა; 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აღნიშნულ პლატფორმას ჰყავს 2,27 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად და სხვა ქსელებთან შედარებით ხასიათდება განსაკუთრებული აქტივობით. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე – „Facebook-ის, აღნიშნული მომსახურება მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის მის გამოყენებას უალტერნატივოს ხდის“, – მიიჩნევენ ადმინისტრაციაში. 

ხელშეკრულება 2019 წლის 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.