ელ-ქუვეითიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისის დანიშვნასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და ყატარში პრეზენტაციები მოაწყო.
ღონისძიებები ავიაკომპანია Jazeera Airways-თან ერთად ქუვეთის დედალაქ ელ-ქუვეითსა და ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარდა. ორივე პრეზენტაციას ადგილობრივი ტურისტული კომპანიების 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ღონისძიებებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გამართა და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ადგილობრივ ტუროპერატორებს ინფორმაცია მიაწოდა.
www.travelingeorgia.ge