2017 წელს საქართველოს 7.9 მლნ საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური ეწვი, რაც 17.7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
უცხოელ ვიზიტორთა სტასტიკისტის შესახებ პრეზენტაცია „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გამართა.
საქსტატმა, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, პირველად გამოაქვეყნა საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების გამოკვლევის შედეგები.
კვლევების მიხედვით 2017 წელს უცხოელ ვიზიტორთა 44.7% 31-50 წლის ასაკის არის. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20.2%-ით არის გაზრდილი.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 2.4 მილიონი, მესამე კვარტალში დაფიქსირდა. მაჩვენებელი 26.4 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი,რაც 23.4 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 967.6 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.9%-ია და წარმოადგენს 22.5%-იან ზრდას 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (20.1%) აგრეთვე აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 0.2 % პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.1%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37.7%-ს შეადგენდა.
2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.7% შედგა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში შედგა. შესაბამისად, 3.1 მილიონი და 1.9 მილიონი ვიზიტი.
2017 წელის ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.3 ღამე შეადგინა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (3.8 ღამე) 13 %-ით აღემატება.
განხორციელებული ვიზიტების 75% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2017 წლის ვიზიტებისას გაწეული წლიური ხარჯები 5.8 მლრდ ლარია, 31.6%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 9.4 %-ით გაიზარდა და 888.7ლარი შეადგინა.
www.travelingeorgia.ge