ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს ქვეყანაში 8,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს ელის
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს საერთაშორისო ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარის შემოსავალს ვარაუდობს. ადმინისტრაციის გათვლებით, ქვეყანას წლის განმავლობაში 8,5 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვევა.
წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ივნისში უცხოური ტურიზმიდან საქართველომ 1,361 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო და ეს მაჩვენებელი +28.9%-ით, ანუ 305 მლნ დოლარით მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2018 წლის I კვარტალში საქართველომ უცხოური ტურიზმიდან 551 მილიონ დოლარის (+29.4%, ანუ 125 მლნ დოლარით მეტი) შემოსავალი მიიღო.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.6%-ია.
2017 წლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველომ შეადგენდა 2.7 მილიარდ დოლარს (+28.1%, 594 მლნ დოლარით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე).
2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.
www.travelingeorgia.ge