ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. იგი “ვოიაჟერის” დირექტორი იყო.
ვოიაჟერი“საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია; წინა მთავრობის პერიოდში კი ქვრივიშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ადმინისტრაციის წინა ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოს აეროპორტების გაერთანებაში გადაინაცვლა.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე hr.gov.ge-ზე განცხადების მიღება 2018 წლის 28 დეკემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 6 იანვარს დასრულდა. კონკურსზე სულ 27 განაცხადი შევიდა.
ლიკა გურაბანიძე
commersant.ge