Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი ავიარეისებს უფრო კომფორტული თვითმფრინავით განახორციელებს
Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის ავიარეისებს ამიერიდან უფრო კომფორტული, განიერი ფიუზელაჟის თვითმფრინავით – AIRBUS 330-ით განახორციელებს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, Turkish Airlines-ი, რომლისთვისაც მგზავრთა კმაყოფილება უმთავრესი პრიორიტეტია, აგრძელებს ინოვაციური და შეუდარებელი მომსახურების შეთავაზებას.
Turkish Airlines-მა პირველად საქართველოს ავიაბაზარზე, რეგულარულ რეისებზე, მომხმარებელს განიერი ფიუზელაჟის თვითმფრინავით ფრენა უკვე დაიწყო. Turkish Airlines-ის რეისები სტამბული-თბილისი-სტამბული, რეისის ნომრით TK386/TK387, შესრულდება A330 -ით, რომელიც აღჭურვილია ბოლოთაობის ტექნოლოგიებით და მრავალი ჯილდოს მფლობელი საბორტო გასართობი სისტემით.
www.bpi.ge