ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«თვისი» - ერთ კონცეფციაში გაერთიანებული ღვინო და ხელოვნება
01 ივნისი, 2018

წინასიტყვაობა: "ოდეს კაცსა დაეჭირვოს მაშინ უნდა ძმა და თვისი" - შოთარუსთაველი, „ვეფხისტყაოსანი“. 

„თვისი“ (ნათესავი, თავისიანი) - კომპანიაა, რომელმაც ერთ კონცეფციაში გააერთიანა ღვინო და ხელოვნება.

კომპანიის დაფუძნების იდეა მეგობრებს, გიორგი გეგელიასა და თიკო დარსაველიძეს გაუჩნდათ, რომლებიც სრულიად სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. გიორგის ოჯახი წლებია მეღვიონეობას მიჰყვება, ხოლო თიკო - უკვე 7 წელია საიუვილერო სფეროში მოღვაწეობს, ქმნის ქართულ მოტივებზე მინანქრის ნამუშევრებს.

„დაგვებადა იდეა, რომ ეს ორი საქმიანობა გაგვეერთიანებია და ამით მოგვეხდინა ღვინის კულტურის და ქართული ხელოვნების შერწყმა“, - განაცხადა გიორგი გეგელიამ „საქმიან დილაში“.

ღვინო, კახეთში მოყვანილი საფერავით, ძველი ტრადიციების მიხედვითაა დამზადებული, ხოლო ილუსტრაციები „ვეფხისტყაოსნიდანაა“ აღებული. ყველა ეტიკეტი ხელითიქმნება და შესაბამისად ყველა უნიკალურია.

გიორგისა და თიკოს შექმნილი პროდუქტი სასაჩუქრე სახისაა. მას ყუთთან ერთად პატარა წიგნიც მოჰყვებაქართული ღვინის ისტორიის შესახებ. წიგნში ასევე შოთა რუსთაველის შესახებაა ინფორმაცია „ვეფხისტყაოსნიდან“ რამდენიმე სტროფთან ერთად, რომელიც ორ ენაზე,  ქართულად და ინგლისურადაა, ნათარგმნი.

„თვისი“ განსაკუთრებულ საჩუქრად ითვლება და მას ძირითად შემთხვევაში უცხოელ დელეგატებს ატანენ.

ჯერ-ჯერობით მეგობრების ბიზნესი მცირეა, თუმცა გეგმავენ, რომ მასშტაბები გაზარდონ, საკუთარი მაღაზია გააკეთონ, მომავალში კი, პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე გაიტანონ და ასე შეძლონ ქართული კულტურა,ხელოვნება და ღვინო მსოფლიოს უკეთ გააცნონ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.