ისანში მოსახლეობამ ძველ ავტოფარეხებზე უარი თქვა. გამგეობამ 12 ავტოფარეხის დემონტაჟი ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის ადგილობრივი მცხოვრებლების ინიციატივით, უკვე განხორციელდა.
გამგეობა ინფრასტრუქტურას აწესრიგებს და საჯარო სკოლასთან მისასვლელ 120 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკს აწყობს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 1 300 მ2 ფართობზე ასფალტის საფარის დაგება, რომლისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„სამაგალითოა ყველა ის მოსახლე, რომელიც მერის ინიციატივას გამოეხმაურა და დღეს, ძველი ავტოფარეხები უკვე არაერთ მისამართზე დავშალეთ. როგორც მოსახლეობას შევპირდით, ინფრასტრუქტურას მთლიანად ვაწესრიგებთ. ახალ საფეხმავლო ბილიკსაც ვაწყობთ, რაც გადაადგილებას ბევრად უფრო მოსახერხებელს გახდის“, - განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.
www.travelingeorgia.ge