2017 წლის ნოემბრის მონაცემებით, ტურისტები კვლავ წამყვან როლს თამაშობენ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაში, - დასკვნას საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart-ი აქვეყნებს.
იმ ვიზიტორების რიცხვი, რომლებმაც საქართველოში 24 საათზე მეტი დაჰყვეს (ტურისტები), 21.8%-ით გაიზარდა და ჯამური ვიზიტორების 38.4% შეადგინა. გაიზარდა ტრანზიტული ვიზიტორების (+33.4%წ/წ) რიცხვიც, ერთდღიანი ვიზიტორების რიცხვი თითქმის უცვლელია.
2017 წლის 11 თვის მონაცემებით, ტურისტების რაოდენობამ 3.2 მლნ შეადგინა (+27.6% წ/წ), რაც უკვე 0.5 მლნ-ით აღემატება 2016 წლის ჯამურ მონაცემს.
Galt&Taggart-ის მონაცემებით, ნოემბერში საქართველოში 0.52 მლნ (+14.1% წ/წ) საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. წამყვანი ქვეყნების ოთხეულიდან, ვიზიტორების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან (+35.2% წ/წ); სომხეთიდან (+7.2% წ/წ); აზერბაიჯანიდან (+11.2% წ/წ) და თურქეთიდანაც (+6.8% წ/წ).
ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ნოემბერში წლიურად 1.0%-ით შემცირდა 14,000-მდე.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge