ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უცხოენოვან სარეკლამო წარწერებზე თბილისში ჯარიმები იზრდება
27 თებერვალი, 2018

„რეკლამის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება. თბილისის მერმა კახა კალაძემ კაფეებისა და ბარების ფასადებზე დარღვევით განთავსებულ წარწერებთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს შესაბამისი მითითება მისცა.

კალაძის თქმით, მუშაობა საკანონმდებლო დონეზე გაგრძელდება.

„ფასადებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დედაქალაქში ვაწყდებით. ამ მიმართულებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ და მკაცრი ვიქნებით. დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყონ მითითებები, ყველა მესაკუთრეს მისცენ გონივრული ვადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ცვლილებები განხორციელდეს. არავის ვეწინააღმდეგებით და ვერჩით - ყველას აქვს უფლება და საშუალება, ქვეყანაში ჩამოვიდეს, ბიზნესი აწარმოოს, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას პატივი უნდა ვცეთ. ეს ყველაფერი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. თუ დამატებითი რეგულაციებია საჭირო, აუცილებლად მივმართავთ საკრებულოს და კანონის გამკაცრების თვალსაზრისით - პარლამენტს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონის თქმითკანონის დაუცველობისთვის ყველა ობიექტი დაჯარიმდება. მისი თქმით, საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით, ცვლილებები იგეგმება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.