ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„უმასპინძლე საქართველოს“ ბენეფიტები - 38 სასტუმრო, 1174 ოთახი, 1200 დასაქმებული
01 თებერვალი, 2018

“უმასპინძლე საქართველოში“ დახმარებით 38 სასტუმრო გაიხსნება და ქვეყანაში ტურისტებისთვის დამატებით 1174 ოთახი შეიქმნება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ქვეყანაში ტურისტების რეკორდულ ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად მიიჩნევს  სასტუმროების განვითარებასა და მათ გაფართოებას. ამბობს, რომ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და მომავალშიც ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერა კიდევ გაიზრდება.

მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროები შექმნიან 1200-ზე მეტ სამუშაო ადგილს, რაც მოსახლეობის სოცოალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებთან პირველი სექტორული შეხვედრასააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მიზანი სფეროში არსებული გამოწვევებისა და კერძო სექტორის  საჭიროებების იდენტიფიცირება იყო. შეხვედრაზე კერძო სექტორთან ერთად განიხილეს ის  ინიციატივები, რასაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ისახავს რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის შემდგომი განვითარების კუთხით. როგორც აღინიშნა, სააგენტოს მიზანია საქართველოს რეგიონებში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება, რეგიონული ბიზნესის დივერსიფიკაცია და რეგიონებში არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება.

როგორც „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ ანთიამ განაცხადა, ქართული კერძო სექტორისთვის ფინანსებზე წვდომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, გამოწვევებს შორის რჩება ტექნიკური მხარდაჭერა და ცოდნა თანამედროვე პრაქტიკების შესახებ. „პროგრამა აწარმოე საქართველოში იმ ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით პირდაპირ პასუხობს სექტორში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს. იგულისმება როგორც კომერციული ბანკებიდან მიღებული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება, ასევე იგულისხმება უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა.“

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.