ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
UNESCO-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავი ღირსშესანიშნავ თარიღთა ნუსხაში შეიტანა
08 დეკემბერი, 2017

UNESCO-მ ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი, დაბადებიდან 200 წლისთავი, იმ ღირსშესანიშნავ თარიღთა ნუსხაში შეიტანა, რომელიც ორგანიზაციის უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით აღინიშნება. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

2017 წელი ნიკოლოზ ბარათაშვილის წლად გამოცხადდა. მომდევნო ღონისძიება, რომელიც ქართველი პოეტის სახელს და მის შემოქმედებას უკავშირდება, ხვალ ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს აღსანიშნად, სპეციალურად შექმნილი წარმოდგენისთვის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე მსახიობები თბილისის თითქმის ყველა თეატრიდან შეიკრიბნენ.

ლექსები და მნიშვნელოვანი ეპიზოდები ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებიდან და ცხოვრებიდან, თეატრალიზებულ წარმოდგენაში გაერთიანდა.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.