ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო რამდენიმე დღეში გაიხსნება
27 ოქტომბერი, 2017

20-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო უახლოეს დღეებში გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტს“  პროექტის განმახორციელებელი კომპანია შპს „საქსპეცტრანსის“ დირექტორის მოადგილე ვანო მეფარიშვილმა განუცხადა.

მისი განცხადებით, აღნიშნული საბაგირო დაახლოებით 20 წელია გაჩერებულია.  საბაგირო გზის და ვაგონების რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და  2017 წლის სექტემბერს დასრულდა, ახლა კი კომპანია ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომლის მიღების შემდეგაც საბაგირო მუშაობას დაიწყებს.  

მეფარიშვილის განცხადებით, საბაგიროს ორი ვაგონი ექნება და თითოეული მათგანი დაახლოებით 20 ადამიანზე იქნება გათვლილი. რაც შეეხება საინვესტიციო ღირებულებას, მეფარიშვილის განცხადებით, საბაგიროს რეაბილიტაცია დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაჯდა. საბაგიროს მეშვეობით „მაღლივი – ბაგების“ მიმართულებით გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება.

კითხვაზე, რა იქნება მგზავრობის ღირებულება, მეფარიშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი რამდნეიმე დღეში გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სექტემბერში აცხადებდნენ, რომ  მგზავრობის ღირებულება 50 თეთრიდან – 1 ლარის ფარგლებში იქნება.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.