ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უზბეკური ავიაკომპანია Centrum Air-ი თბილისის და ბათუმის მიმართულებით რეგულარულ რეისებს იწყებს
05 თებერვალი, 2024

უზბეკური ავიაკომპანია Centrum Air-ი საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. ავიაკომპანია ტაშკენტიდან რეგულარულ ფრენებს თბილისის და ბათუმის მიმართულებით განახორციელებს.

Centrum Air-ი ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ფრენებს 1 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შეასრულებს.

ხოლო ავიარეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის 7 მაისს დაიწყება. Centrum Air-ი ტაშკენტსა და ბათუმს შორისაც ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს და რეისებს ყოველ  სამშაბათს და პარასკევს განახორციელებს.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.centrum-air.com.

Centrum Air ბაზარზე ერთი წელია ოპერირებს; ეს არის პირველი კერძო უზბეკური ავიაკომპანია, რომელიც პოზიციონირებს როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია.
ავიაკომპანია სპეციალიზირებულია ფრენებზე ცენტრალური აზიის, დსთ-ს ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. Centrum Air-ის ფლოტი მოიცავს Airbus-ის მიერ წარმოებულ 5 თვითმფრინავს.

საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს Uzbekistan Airlines-იც ასრულებს.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.