ვაკეში პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი Alliance Highline 2023 წელს გაიხსნება.
როგორც კომპანია „ალიანს ჯგუფის" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი თემო ბიწაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ დროისთვის ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
„აპარტამენტები დასრულდება და პროექტი ექსპლუატაციაში 2023 წლის ბოლოს შევა. ვფიქრობთ, 2023 წლის ბოლოსვე სასტუმროს ნაწილი სტუმრების მიღებას შეძლებს,“ - აცხადებს ბიწაძე.
ექსკლუზიური არქიტექტურის კომპლექსი მოიცავს სამ კოშკს: პირველი 40-სართულიანია, მეორე 33-სართულიანი, მესამე კი 26-სართულიანი. ყველაზე პატარა კოშკში საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი "ვინდემ გარდენი" (Wyndham Garden), დანარჩენ კოშკებში კი პრემიუმ კლასის აპარტამენტები განთავსდება.
მრავალფუნქციური კომპლექსის მართვას შვეიცარიული მენეჯმენტკომპანია "სოფოს ჰოტელსი" (Sophos Hotels SA) განახორციელებს.
მისი განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაკორექტირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც და ის 75 მლნ დოლარიდან 80 მლნ-მდე გაიზარდა. პროექტის არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.
business-partner.ge