თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სასტუმრო უნდა აშენდეს - შესაბამისი ვალდენულება ფიზიკურ პირს გიორგი თათილაშვილს აქვს, რომელსაც მთავრობამ მიწა საინვესტიციო ვალდებულებით გადასცა.
მთავრობის განკარგულებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე 18 895 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ახალ მფლობელს 100 ათას ლარად გადაეცა.
ახალი მეპატრონე ვალდებულია, ადგილზე არანაკლებ 20-ნომრიანი სასტუმრო განავითაროს და მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
www.bm.ge