„ვისოლ ჯგუფი” “ვენდისა” და “დანკინ დონატსის” რესტორნების ქსელს კიდევ უფრო აფართოებს.
კომპანია ამერიკული რესტორნების ქსელს რეგიონებში ხსნის და წლის ბოლომდე ორ ობიექტს ქუთაისში გახსნის. ობიექტებში კომპანია 150-მდე ადამიანს დაასაქმებს.
შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფმა” შვილობილი კომპანია “ემ პე დეველოპმენტის“ ბათუმის სავაჭრო ცენტრში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები გასულ კვირას გახსნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით „ვენდის“ 10 და „დანკინ დონატსის“ 19 ობიექტი ფუნქციონირებს.
„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება კი „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო.
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტირებული პროდუქტები ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
www.bpi.ge