ვიზიტორები საქართველოს გართობა-დასვენებისა და რეკრაციული ზონების დათვალიერების მიზნით სტუმრობენ
რატომ სტუმრობენ საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორები? ამასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კვლევა ჩაატარა. 2018 წლის მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით, ვიზიტორთა უმრავლესობა 44% საქართველოს გართობის, დასვენებისა და რეკრაციული ზონების დათვალიერების მიზნით სტუმრობს.
მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით ჩამოდის ვიზიტორთა 20,6%, ტრანზიტულ ვიზიტებს შორისაა 17%, პროფესიული თუ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით ქვეყანას 7.3% სტუმრობს, შოპინგს კი 6.3%.
ვიზიტების მხოლოდ 1.9%-ის შემთხვევაში გამოკითხული რეპსპონდენტები ვიზიტის სხვა მიზანს ასახელებენ.
კვლევის მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტების 70.4% განმეორებით ვიზიტს წარმოადგენდა საქართველოში, 29.6% კი პირველადს. შესაბამისად 2018 წლის II კვარტალში საქართველოში 496,840 პირველადი ვიზიტი განხორციელდა. მეზობელი ქვეყნის რეზიდენტების უმრავლესობისთვის საქართველოში ვიზიტი პირველი არ იყო. განმეორებითი ვიზიტი ყველაზე ხშირ ხასიათს სომხეთის რეზიდენტების ვიზიტებში ატარებს 99.2%, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 95.5%, თურქეთი 72.1% და რუსეთი 63.9%.
სხვა არამეზობელი ქვეყნის რეზიდენტების უმეტესობა საქართველოს პირველად ეწვია (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა - 65.5%; „სხვა ევროპა“ – 71.7%, „სხვა ქვეყნები“ – 75.8%)
www.travelinegorgia.ge