წინანდალი საერთაშორისო დონის მუსიკალური ფესტივალისთვის ემზადება. კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, წინანდალი საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრიც გახდება.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო დონის მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წლიდან ყოველწლიურად, აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება.
წინანდლის ფესტივალს, რომელსაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად აფინანსებს, უმაღლესი დონის არტისტების შესრულებასთან ერთად, განათლების კომპონენტიც ექნება.
“წინანდლის ფესტივალი, როგორც კახეთის რეგიონის, ისე საქართველოს მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება”, – იმედს გამოთქვამს გიორგი კვირიკაშვილი.
www.bpi.ge