ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Wizz Air-ი მგზავრებს COVID-დაზღვევასაც შესთავაზებს
29 იანვარი, 2021

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადებით, სამოგზაურო დაზღვევის პაკეტის ფარგლებში, მგზავრებს COVID-19 დაზღვევასაც შესთავაზებს.

Wizz Air-ი სადაზღვეო კომპანია Chubb–თან ითანამშრომლებს. სერვისის მიღება კი wizzair.com– ზე იქნება შესაძლებელი.

მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც საზღვარგარეთ გამგზავრებისას COVID-19–ის გამო გაუქმებული ფრენების ხარჯებთან ერთად საჭირო სამედიცინო ხარჯებსაც დაფარავს. მაგალითად, თუ კონკრეტული პიროვნება საზღვარგარეთ COVID-19-ით დაინფიცირდება, იმ დამატებით ხარჯებზე, რაც მოგზაურობის გახანგრძლივებას მოჰყვება, Wizz Air–ის დაზღვევა იზრუნებს.

“ჩვენ მზად ვართ მოგზაურობის ოპტიმიზაციისთვის, იქნება ეს დაჯავშნის პროცესი, საბორტო მომსახურება თუ სხვა დამატებითი სერვისის შეთავაზება, რაც მოგზაურობას უფრო მოსახერხებელსა და შეუფერხებელს გახდის.

ჩვენი განახლებული სამოგზაურო დაზღვევის პაკეტით, მგზავრებს შეეძლებათ დარწმუნდნენ, რომ ისინი დაცული არიან COVID-19–ის მიზეზით მათი მოგზაურობის შეფერხების შემთხვევაში”, – ამბობს Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსი მენეჯერი.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.