Wizz Air-მა მილანი-ქუთაისის რეისის ბორტი თბილისში, ხოლო SCAT-მა აქტაუ – ქუთაისის რეისის ბორტი ქუთაისში დასვა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, დღეს ქუთაისში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მილანი – ქუთაისის რეისი W66412 01:13 საათზე შესრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ავიაკომპანია SCAT-მა კი აქტაუ – ქუთაისის რეისი DV839 00:58 საათზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულა. აეროპორტის ინფორმაციით, სხვა ავიარეისები კი განრიგის მიხედვით სრულდება.
www.bpi.ge