2020 წლის ბოლოს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე IBIS Budget–ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
2020 წლის ბოლოს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე IBIS Budget–ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბეტა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჯოხაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, აღნიშნულ პროექტში დაგეგმილია აპარტამენტების მშენებლობაც.

მისი განმარტებით, განაცხადი მერიაში მშენებლობის ნებართვის მისარებად რამდენიმე დღეში შევა. ამ დროისთვის არსებული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ჯოხაძის განმარტებით, 227 ნომრიან სასტუმროს და 133 აპარტმენტის მოწყობაზე დაახლოებით 14-15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც ცნობილია, „ბეტა ჯგუფი“ პარალელურად ახვლედიანის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს, რომელსაც 2020 წლის გაზაფხულისთვის დაასრულებს.
commersant.ge