ცნობილია, რომ მთვარე დედამიწის გარშემო გაწელილ, ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. როცა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს ექცევა და თან სავსეა, დედამიწიდან ის უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე სხვა დროს.
ღამის ცაზე წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე ანათებს. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი ჩვეულებრივზე 10 პროცენტით დიდი ჩანს, რადგან ამ მომენტში ის შედარებით ახლოს იმყოფება ჩვენს პლანეტასთან (356 761 კმ).
2019 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ თბილისის სხვადასხვა ადგილიდან გადაიღო.





