წყალტუბოში, სანატორიუმი „მეშახტეს“ გახსნა დაახლოებით ერთი წლით გადაიდო. ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას პროექტის ინვესტორი კომპანია „ქეი ბი ფი თბილისის“ ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე აცხადებს. მისი ინფორმაციით, 5- ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის გადავადება პროექტის შეცვლას უკავშირდება.
ახალი პროექტის მიხედვით სასტუმროში მასში 100-ის ნაცვლად 150 ნომერი განთავსდება. გაიზრდება ინვესტიციის მოცულობაც, რომელიც 40-45 მილიონი დოლარით იყო განსაზღვრული. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის ნაცვლად 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ზვიადაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგაც უკვე დაზუსტდება რამდენით გაიზრდება განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა და რომელი საერთაშორისო ბრენდი იქნება ოპერატორი.
როგორც ცნობილია , განიხილება 4 საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის ერთ-ერთი Hilton-ია.
კითხვაზე, თუ რამ განაპირობა პროექტის შეცვლა, ზვიადაძე არ აკონკრეტებს. თუმცა იმასაც განმარტავს, რომ წყალტუბოში ასეთი მსხვილი ინვესტიცია არ არის, ამიტომ „ქეი ბი ფი თბილისის“ კიდევ უფრო გაზრდილი ინვესტიცია რეგიონში სხვა ბიზნესმენებსაც დააინტერესებს.
შეგახსენებთ, „ქეი ბი ფი თბილისმა სანატორიუმი „მეშახტე“ 2015 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით 2,5 მილიონ დოლარად შეიძინა.
სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №13-ში მდებარე სანატორიუმში 3 წლის ვადაში არანაკლებ 100 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება იყო დაგეგმილი.
მთავრობამ კი ინვესტორის წინაშე გარკვეული ვალდებულება აიღო. კერძოდ მთავრობა ვალდებულია სასტუმროსათვის ბუნებრივი აირის მიწოდების მიზნით, სათანადო მოცულობის (წნევით ბუნებრივი აირის გატარების) მილის გაყვანა უზრუნველყოს, რისთვისაც ფული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge