ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია ივნისში დასრულდება
03 მაისი, 2018

წყნეთი-ბეთანიის გზის რეაბილიტაცია ივნისში დასრულდება, - ინფორმაციას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) დააფინანსა. მთლიანი ბიუჯეტი 28 მლნ ლარია.

გზის რეაბილიტაცია ორ ნაწილად განხორციელდა: წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია, ასევე, წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე.

„ჩვენ გვახსოვს, თუ რამდენად დიდი ტრაგედია დატრიალდა 13 ივნისს, როდესაც მთის მასა მოწყდა. თქვენ ხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული, გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები. დაახლოებით 26 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებისთვის. ძალიან მალე გზის საფარი და ყველა სხვა სამუშაო იქნება დასრულებული და სავარაუდოდ, 13 ივნისს გაიხსნება ეს მონაკვეთი“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას.

გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და მოსახლეობისთვის დამეწყრილ გზაზე გადაადგილება გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.