თბილისში ჭოველიძეის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „რუმს თბილისი“ მუშაობის განახლებას დღეს გეგმავს.
სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შემდგომ, სასტუმროს მფლობელი კომპანია „აჭარა ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სასტუმროს ზარალი უმნიშვნელოა, დაზიანებულია მხოლოდ 2 ოთახი.
სასტუმრო “რუმს თბილისში” ხანძარი დაახლოებით 25 დეკემბერს 01:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე 15 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, სასტუმროდან ყველა სტუმრის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
სასტუმრო “რუმსიდან” სტუმრები სასტუმრო Holiday In-ში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სხვენზე გაჩნდა, თუმცა მიზეზების დეტალებზი ჯერჯერობით უცნობია. ქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
სასტუმრო „რუმს თბილისი“ 2014 წლის სექტემბერში გაიხსნა. სასტუმრო შედის აჭარა ჯგუფის ჰოსფითალითი მენეჯმენტში. სასტუმროში 140 ნომერია, ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზები, საგამოფენო სივრცე, სამზარეულო, რესტორანი, ფიტნეს დარბაზი და სპა...
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge