ხავერდოვანი სეზონი ქობულეთში - გაიგეთ რას გთავაზობთ „სასტუმრო ჯორჯია პალასი და სპა ქობულეთი"
შავ ზღვაზე დასვენებისთვის ყველაზე კარგი პერიოდი დაიწყო. სექტემბერი თავისი ხავერდოვნებით დასვენების მსურველებს საუკეთესოს სთავაზობს.
ქობულეთის სასტუმრო „ჯორჯია პალასი და სპა“ სტუმრებს ტრადიციულად სექტემბრისთვისაც საუკეთესო შეთავაზებებით გამოირჩევა. სპეციალურ შეთავაზებას კი ამჯერად ბიზნეს სეგმენტს სთავაზობს.
სასტუმრო სპეციალური ფასდაკლებით მოგმართავთ თქვენ, კომპანიების ხელმძღვანელებს, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია და ზრუნავთ გუნდის ინტელექტუალური შესაძლებლობების გაფართოებაზე, სოციალური ურთიერთობის გაღრმავებაზე, გუნდის წახალისებასა და მოტივაციის ამაღლებაზე რაც ჯამში ეფექტურობის კოეფიციენტის გაზრდას ემსახურება.
საქმე და გუნდის შეკვრა უფრო სასიამოვნო რომ იყოს " ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი" ადამიანური რესურსების მენეჯერებს სთავაზობს საგანგებოდ მომზადებულ პროგრამებს. ეს იქნება მასტერკლასი სამზარეულოში, გასვლითი ტურები თუ სამსახსოვრო ფოტოსესია.
სასტუმრო კორპორაციულ კლიენტებს შესაბამის პირობებს სთავაზობს, "ჯორჯია პალასში" არსებული საქმიანი შეხვედრების დარბაზები სრულად არის აღჭურვილი ტექნიკით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და თანამედროვე მოთხოვნებზეა გათვლილი.
სასტუმროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი დამკვეთის ყველა სურვილის გათვალისწინებისა და საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე შესრულებისთვის ყოველთვის მზად არიან.
ეს ყველაფერი როდია, ვიდრე არჩევანს გააკეთებთ "ჯორჯია პალასის" სხვა უპირატესობებსაც გაგიზიარებთ.
რელაქსაციისთვის „ჯორჯია პალასი“ ღია და დახურული აუზით, საუნით სარგებლობის შესაძლებლობას გაძლევთ, სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ მარილიანი წყლის აუზი სამკურნალო თვისებებით. გუნდის წევრებს შეუძიათ ერთმანეთს გაეჯიბრონ სავარჯიშო დარბაზსი, მეტოქეობა გაუწიონ ერთმანეთს კალათბურთში, მინი გოლფისა და ჩოგბურთის მოედნებზე.
განსაკუთრებული სერვისებით შეუძლიათ ისარგებლონ ქალბატონებმა, სასტუმროს სპა ცენტრი მათ სხვადასხვა სახის სამედიცინო თუ სარელაქსაციო სერვისს სთავაზობს, მათ შორისაა სილამაზის სალონი, კოსმეტოლოგია, ენდერმოლოგია, კოლონოთერაპია, ინფრა წითელი საუნა, კლასიკური მასაჟები.
განსაუთრებული შანსი აქვთ თქვენი გუნდს იმ წევრებს, რომელთაც იოგა უყვართ. შავი ზღვის პირა სანაპიროზე, ამომავალი მზის პირდაპირ, ტრადიციულად დილით ჩატარებული ერთი იოგას გაკვეთილი ხომ სასიამოვნო დღის დასაწყისია.
არჩევანი თქვენზეა, "ჯორჯია პალასი" კი თქვენი ერთიანი ჯგუფის განსხვავებული წევრების ინტერესის დაკმაყოფილებას შეძლებს. სასტუმრო კიდევ ერთხელ გეტყვით "შეკარი გუნდი ეფექტური საქმიანობისთვის".
www.travelingeorgia.ge