ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხელვაჩაურში, მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი“ შენდება
17 სექტემბერი, 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაჭახელას ხეობაში, „ეთნოსოფლის“ პროექტის განხორციელების მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს „ეთნოსოფლის“ მასშტაბური პროექტის განხორციელება.

"ამ ეტაპზე სრულდება თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა. მიმდინარეობს შენობის ინტერიერის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში წელსვე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტები მომზადდება. რაც მაჭახელას ხეობაში არსებული ხიდის რეაბილიტაციას, ქვედა ჩხუტუნეთში ალივაკეს ციხის რესტავრაციას. ასევე, „მაჭახელას თოფის გზის“ ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

"ეთნოსოფელი" გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც გულისხმობს",– ნათქვამია ინფორმაციაში.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.