ზამთრის სეზონისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ მარკეტინგულ კამპანიებს იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ონლაინ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს: CNN, National Geographic, Expedia, Vogue, Conde Nast Traveler, TimeOut-, Wego, AD.
მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი მედია პლატფორმების ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტო რეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები განთავსდება. კამპანია აღნიშნული პლატფორმების სოციალურ ქსელებსაც მოიცავს: Instagram, Facebook Twitter და LinkedIn.
სამიზნე ტურისტული ბაზრები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არსებული კოვიდ რეგულაციებისა და ავიარეისების მიხედვით შეარჩია. სარეკლამო კამპანია შემდეგ ქვეყნებში იმართება: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიერობი, ისრაელი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია ,გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ.
კამპანიის ფარგლებში შერჩეულ ქვეყნებში საქართველოს ზამთრის კურორტების, ბუნების, კულტურის, ქართული სამზარეულოს, ღვინის, ეკო პროდუქტებისა და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია მოხდება, რომელსაც ათობით მილიონი ინტერნეტმომხმარებელი გაეცნობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ტურისტული ნაკადების გაზრდას. კამპანია ნოემბრიდან იწყება და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.
avianews.ge