ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
აბულის ტბა
სამცხე ჯავახეთი

მოკლე აღწერა: ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, პატარა აბულის დასავლეთ ფერდობზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 2176 მეტრის სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობია 0,9 კმ², აუზის ფართობი — 8,3 კმ², სიღრმე — 1,4 მ. ტბის ქვაბული წაგრძელებულია ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულის ბოლოსაა, წყალმცირობა — ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. მუდმივი შენაკადები არ აქვს, გაუმდინარეა, უმეტესი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეებით. ტბაში ტორფის საკმაოდ სქელი ფენაა. ზამთარში იყინება. ტბაში არ არის თევზი.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.