ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ალგეთის ეროვნული პარკი
ქვემო ქართლი

ალგეთის ეროვნული პარკი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. იგი მოიცავს მდინარე ალგეთის ხეობაში თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და მდებარეობს ზღვის დონიდან 1,100-1,950 მ სიმაღლეზე.

ეროვნული პარკის მთავარი შესასვლელი მდებარეობს მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან. ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას გააჩნია მცირე ინფრასტრუქტურული ერთეული - საპიკნიკე შენობა თავის დამხმარე ნაგებობებით. ტაძრიდან იწყება ტურისტული ბილიკი ,,სამეფო ქედი“, რომელიც მარკირებულია და მოიცავს არსებულ საპიკნიკეს. ადგილზე შესაძლებელია როგორც გიდის ასევე ცხენების დაქირავება და ეროვნული პარკის სრულყოფილად დათვალიერება. ვიზიტორს საშუალება აქვს ეროვნულ პარკს ესტუმროს წელიწადის ნებისმიერ დროს, თუმცა ეს გაცილებით რთულია ზამთარში უამინდობის გამო.

მანძილი:

  • ქ. თბილისიდან დაბა მანგლისამდე 56 კმ (1 სთ და 30 წთ, ავტომობილით).

მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით

  • თბილისის ვაგზლის ცენტრალური ავტოსადგურიდან მოძრაობს როგორც მიკროავტობუსი, ასევე კერძო ტაქსები ყოველდღე (მიკროავტობუსი - 4 ლარი, კერძო ტაქსი - 5 ლარი, 1 სთ და 30 წთ).
  • ალგეთის ეროვნულ პარკში ერთი მარკირებული ბილიკია: სამეფო ქედი  
  •   16 კმ, 6-8 სთ, საფეხმავლო, საშუალო სირთულის /

    მარშრუტი იწყება დაბა მანგლისიდან საპიკნიკე ადგილის მიმართულებით, მართალხევის გავლით სოფ. დიდ ნამტვრიანამდე და სამეფო ქედის გამოვლით, უკან მანგლისისკენ. ბილიკი მარკირებულია ლურჯი და თეთრი ფერით. ბილიკზე არსებული გადმოსახედებიდან არაჩვეულებრივად მოჩანს ალგეთის ეროვნული პარკის შერეული ტყით დაფარული მთაგორიანი ხედები. ბილიკზე მოგზაურობისას შესაძლებელია შეგხვდეთ: შველი, კურდღელი, გარეული ღორი და სხვადასხვა სახეობის ფრინველი.

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.