ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ანბანის კოშკი
აჭარა

ანბანის კოშკი

ქართული დამწერლობა უნიკალურია თავისი ისტორიითა და აწმყოთი. მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი ქართული დამწერლობაა. ქართველი ხალხი მათი იდენტობის ამ ლამაზი სიმბოლოსადმი სიყვარულს ოდითგანვე გამოხატავდა ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებსა და ნაწარმოებებში. 2012 წელს  ბათუმის „საოცრებათა პარკში“  ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი სუკეთესო თანამედროვე არქიტექტურული შენობა შეიქმნა. ანბანის 33 ასოთი გარშემორტყმული 130 მეტრიანი თანამედროვე ნაგებობა მთლიანად რკინისაა, იგი დნმ-ის უჯრედის მსგავს არქიტექტურას წამოადგენს.   მასში გადაადგილება მხოლოდ ლიფტითაა შესაძლებელი, რომელიც თავის მხრივ შემინულ პანორამულ კონსტრუქციას წარმოადგენს. ანბანის კოშკის სხვენში განლაგებულია მბრუნავი რესტორანი, ობსერვატორია და ასევე სატელევიზიო სტუდია. პროექტი ესპანელ არქიტექტორს ალბერტო დომინგო კაბოს ეკუთვნის. 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.