ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბათუმის სომხურ-გრიგორიანული ეკლესია
აჭარა

ბათუმის სომხურ-გრიგორიანული ეკლესია

ბათუმის სომხურ-გრიგორიანული ეკლესია 1873 წელს  აიგო. ეს იყო ხისგან ნაშენი შენობა, რომელიც კარგა ხანს ემსახურებოდა ამ სარწმუნოების მიმდევართ. 1885 წელს ხის ეკლესია დაშალეს და აქაური მრევლის შემოწირულობიდან  შეგროვებული თანხით, ავსტრიელი არქიტექტორის მალფრედის პროექტით ახალი ტაძარი აშენდა, რომელმაც არსებობა 1930 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დროს შეწყვიტა. ეკლესიის შენობაში გაიხსნა პლანეტარიუმი და ამით, უნდა ითქვას, რომ შენობამ თავი დაიზღვია დანგრევისაგან. 1992 წელს ბათუმში მცხოვრები სომხებისა და სომხური დიასპორის თხოვნით ეკლესიას  ძველი ფუნქციები დაუბრუნდა, პლანეტარიუმი  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთ დარბაზში გადაიტანეს, ხოლო სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიაში აღსდგა ღვთისმსახურება.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.