ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბათუმის ბულვარი
აჭარა

ბათუმის ბულვარი

ბულვარის გაშენება 1881 წლიდან დაიწყო. მისი შექმნის იდეა ბათუმის ოლქის გუბერნატორს ა. ი. სმეკალოვს ეკუთვნის, რომელმაც ზღვისპირა ბულვარის გაშენება ცნობილ გერმანელ მებაღეს - რესელერს დაავალა. ბულვარმა თავისი არსებობის ისტორიაში განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო. ბოლო წლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეისათვის მისი სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს. 1977 წლიდან ბულვარში ფუნქციონირებს ფერადი მოცეკვავე შადრევნები, რომლის არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ქართველ ავტორ გ. ერქომაიშვილს. 2008 წლის სექტემბერში შადრევანი განახლებული სახით დაუბრუნდა ქალაქს.

ბულვარის სანაპირო ზოლი ბუნგალოებით, კაფე–ლაუნჯებით, რესტორნებით, საბავშვო ატრაქციონებით, თანამედროვე დიზაინის სკამებით, სკულპტურებითა და ახალი ფანტანებით დამშვენდა და იგი ქალაქის სტუმრებისათვის ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.