ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ცისფერი ტბა
ოკუპირებული აფხაზეთი

მოკლე აღწერა: ცისფერი ტბა — კარსტული ტბა საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, აფხაზეთში (გაგრის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია მდინარე ბზიფის შუა დინების მარჯვენა ნაპირზე, 109,5 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,0012 კმ², უდიდესი სიღრმე 23 მ, საშუალო სიღრმე 15 მ, წყლის მოცულობა 18000 მ³. ტბის ფსკერზე ამოდის მძლავრი ვოკლუზი. ტბიდან გადის ნაკადი. წყალი სუფთაა და გამჭვირვალე. ზაფხულში წყლის ტემპერატურაა 8,5°.

დამატებითი ინფორმაცია: ვოკლუზი (ფრანგ. Vaucluse) — კარსტული წყარო, ე. წ. სიფონ-წყარო, რომელსაც გააჩნია დიდი დებიტი და უწყვეტი ჩამონადენი წყალმცირობის პერიოდში.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.