ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბორჯომის სახელმიფო ნაკრძალი
სამცხე ჯავახეთი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და ქმნის მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 85,083 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1%-ზე მეტია. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები მოიცავს ექვს რაიონს - ბორჯომი, ხარაგაული, ახალციხე, ადიგენი, ხაშური და ბაღდათი. ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები მდებარეობს ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია მართავს ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას - ბორჯომის ნაკრძალი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ნეძვის აღკვეთილი და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა ტურისტული მარშრუტების ქსელი 400მ-დან 2,642მ-ს აღწევს. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ბილიკების გასწვრივ მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს თავაზობს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს. პარკის მარშრუტები მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.

გიდის, ცხენის და ადგილობრივი ტრანსპორტის ორგანიზებაში დაგეხმარებათ ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტამდე რეკომენდირებულია ვიზიტორთა ცენტრში მისვლა და დარეგისტრირება. რეგისტრაციის გავლა საჭიროა არა მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ ვიზიტორთა სტატისტიკის განსასაზღვრად, არამედ ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია ფლობს ინფორმაციას ტერიტორიაზე ვიზიტორთა ჯგუფის ყოფნის შესახებ. ამასთანავე, ვიზიტორს საშუალება აქვს, სრულიად უფასოდ, დაათვალიეროს საგამოფენო დარბაზი, მიიღოს ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტის მომსახურება და ადგილზე დაიქირაოს მისთვის საჭირო ტურისტული აღჭურვილობა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს აქვს ორი ვიზიტორთა ცენტრი ბორჯომსა და ხარაგაულში. ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს ქ. ბორჯომში, მესხეთის ქ. #23;, ხარაგაულისა  - დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. #17.

მანძილი:

  • ქ. თბილისიდან ბორჯომამდე - 160 კმ (2 სთ ავტომობილით);
  • ქ. თბილისიდან  დაბა ხარაგაულამდე - 180 კმ (3 სთ ავტომობილით).

მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით:

  • დიდუბის ავტოსადგურიდან ბორჯომის მიმართულებით მიკროავტობუსი გადის ყოველდღე, ერთსაათიანი ინტერვალით (8 ლარი, 2 სთ);
  • დიდუბის ავტოსადგურიდან ხარაგაულის მიმართულებით მიკროავტობუსი გადის ყოველდღე, დღეში ორჯერ (10 ლარი, 3 სთდა 30 წთ.);
  • რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან ბორჯომის მიმართულებით მატარებელიგადის ყოველდღე (2 ლარი, 4 სთ და 30 წთ);
  • რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან ხარაგაულის მიმართულებით მატარებელიგადის ყოველდღე (4 - 10 ლარი, 3 სთ და 30 წთ).

ეროვნული პარკის სხვა შესასვლელები:

დაცულ ტერიტორიებზე მოხვედრა გარდა ვიზიტორთა ცენტრის ცენტრალური შესასვლელისა, შესაძლებელია შესაძლებელია შემდეგი შესასვლელებიდან:

  • ლიკანი - ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 5 კმ;
  • სოფ. ქვაბისხევი - ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 15 კმ;
  • სოფ. აწყური - ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 27კმ;
  • სოფ. ზანავი - ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 6 კმ;
  • დაბა აბასთუმნი - ბორჯომის ვიზიტყორთა ცენტრიდან 80 კმ;
  • სოფ. მარელისი - ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 17 კმ;
  • სოფ. ნუნისი - ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრიდან 27კმ;

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ შესასვლელებთან განლაგებულია რეინჯერთა საგუშაგოები, რომლებიც აკონტროლებენ მხოლოდ ვიზიტორთა შესვლას და გამოსვლას ტერიტორიიდან და იქ ვერ შეძლებთ რეგისტრაციის გავლას და საჭირო ტურისტული აღჭურვილობის დაქირავებას. 

საკონტაქტო პირი:

გაგა მუმლაძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
ტელ.: 577 64 04 80; ელ-ფოსტა: gaga_mumladze@yahoo.com

ლევან თაბუნიძე, ბოჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი
ტელ.: 577 10 18 95; ელ-ფოსტა: ltabunidze@apa.gov.ge

ლიკა კალმახელიძე, ეკოტურიზმის სპეციალისტი, ცენტრალური ოფისი
ტელ.: 577 90 72 72, *8888; ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 11 ბილიკია, რომლებიც მოეწყო გერმანიის მთავრობისა (BMZ) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დახმარებით :

1. ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი:

/ 43 კმ, 3 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის /

მთავარი ღირსშესანიშნაობები:  წიწვოვანი დაშერეული ტყე, ლომის მთა, ლომის მთის წმ. გიორგის ეკლესია, გადასახედი კავკასიონის ხედით, კოლხური სუბ-ტროპიკული ტყე.

ბილიკი იწყება ლიკანის მცველთა საგუშაგოდან (930 მ. ზღვის დონიდან) და მთავრდება მარელისის მცველთა საგუსაგოსთან (540 მ.) (ან პირიქით). ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან ლიკანის მცველთა საგუშაგო 5 კმ-ში მდებარეობს. მარშრუტის მთლიანი სიგრძე 43 კმ-ია.  ლაშქრობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობაში, სადაც ვიზიტორები ხვდებიან იშვიათი ჯიშის უთხოვარის ხეებს, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.

პირველი ღამისთევა შესაძლებელია ლომისმთის ტურისტულ თავშესაფარში.  თავშესაფრიდან მეორე დღის სალაშქრო მარშრუტი მიუყვება აღმართს ლომის მთის მწვერვალისაკენ (2198 მ. ზღვის დონიდან), აქ ასვლას საშუალოდ 1,5 საათი სჭირდება. ლომის მთის მწვერვალიდან კარგ ამინდში, შესაძლებელია  დიდი კავკასიონის ქედის და ევროპის უმაღლესი მწვევრალი იალბუზის დანახვა.

ლომის მთაზე მდებარეობს წმ. გიორგის სალოცავი. ბილიკის ლამაზ ხედებს დამატებით ელფერს სძენს აყვავებული დეკა მაისში და როდოდენდრონი ივნისში.

ლომის მთიდან ბილიკი მიუყვება სუბალპურ მდელოებს და დღის მეორე ნახევარში ეშვება  კოლხური სუბ-ტროპიკული ტყის სარტყელში, მეორე დღის ლაშქრობა სრულდება სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში (1025 მ. ზღვის დონიდან),

მესამე დღეს სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან ბილიკი მიუყვება  მდინარე არჯოლის ხეობას და მთავრდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან.

მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი, 15 კმ. საშუალოდ 5-6 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში

დღე 2: ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი 18 კმ.  საშუალოდ 6-7 საათი. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში

დღე 3: სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი - 10 კმ. საშუალოდ 4-5 საათი. 

2. წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი:

 

/ 54 კმ, 4 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, რთული /

მთავარი ღირსშესანიშნაობები: ნიამორების ვოლიერი,შერეული ტყეები, ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი - სამეცხვარიო, მთა რკინის ჯვარი, კოლხური სუბ-ტროპიკული ტყე

ბილიკი იწყება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან (1000 მ. ზღვის დონიდან), ამარათის ტურისტთა, სამეცხვარიოს მცველთა და სახვლარის ტურისტთა თავშესაფრის გავლით სრულდება მარელისის მცველთა თავშესაფართან. (ან პირიქით).

ეორვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან აწყურის მცველთა საგუშაგო 27 კმ-ში მდებარეობს.

ბილიკის სიგრძე არის 54 კმ. აქ ერთმანეთს ენაცვლება წიწვოვანი ტყეები, ალპური, სუბალპური მდელოები და კოლხური ფართოფოთლოვანი ტყეები. ბილიკის პირველი მონაკვეთი მდინარის ხეობას მიუყვება და შემდეგ ვიწრო ბილიკით ადის მთების ფერდობებზე. დასაწყისიდან 3 საათი ლაშქრობის შემდეგ პირველი პანორამული ხედები გელით, დღის მეორე ნახევარი მთის ფერდობებს მიუყვება რომლებიდანაც შესანიშნავი მცირე კავკასიონის პანორამული ხედები იშლება.

ამარათის ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევის შემდეგ (1900 მ. ზღვის დონიდან) მეორე დღის ლაშქრობა სუბალპურ და ალპურ მდელოებს მიუყვება ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი სამეცხვარიოსაკენ (2642 მ.), სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარში ღამისთევის შემდეგბილიკი ეშვება ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალიდან დაბლა, 19 კმ. მანძილის დაფარვის შემდეგ გზად თქვენ გაივლით მთა რკინის ჯვართან, რომელზეც ლეგენდის თანახმად ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში რკინის ჯვარი აღმართა. მესამე დღის ლაშქრობა სრულდება სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში (1025 მ. ზღვის დონიდან), მეოთხე დღეს მარშრუტი მიუყვება მდინარის ხეობას და ყველაზე მარტივია.

შესაძლებელია ერთი ღამისთევის დამატება ქვაზვინევის რეინჯერთა თავშესაფარში./ ან კარვებში.

#2 ანდრია პირველწოდებულის ბილიკი სრულდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან.

მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი 16 კმ. საშუალოდ 6-7 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში

დღე 2: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი, 9 კმ. საშუალოდ 4-5 საათი. ღამისთევა კარავში ან მცველთა თავშესაფარში (სადაც სამი საწოლია)

დღე 3: სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი. 19 კმ. საშუალოდ 7 საათი. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში.

დღე 4: სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი. 10 კმ. საშუალოდ 4-5 საათი.

3. პანორამების ბილიკი:

/ 34 კმ, 2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, რთული /

მთავარი ღირსშესანიშნაობები:  ნიამორების ვოლიერი, ეროვნული პარკის შერეული ტყეები,  მცირე კავკასიონის პანორამული ხედები, მთა ამარათი.

წრიული ბილიკი იწყება და მთავრდება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან, ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან  აწყურის მცველთა საგუშაგო 27 კმ-ში მდებარეობს.

ბილიკის საერთო სიგრძე 34 კმ-ია. მარშრუტი იწყება აწყურის მცველთა  საგუშაგოსთან, 1კმ. მანძილის გავლის შემდეგ ბილიკზე შეგხვდებათ ნიამორების ვოლიერი, ნიამორი (Capra aegagrus). ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ნიამორის რეინტროდუქციის  პროექტი  2006 წლიდან  მიმდინარეობს, აღნიშნული ვოლიერის არსებობის მთავარი მიზანი ველურ გარემოში უკვე გადაშენებული ცხოველის ხელახალი გამრავლება და ისევ ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაშვებაა.  ნიამორის ვოლიერიდან 20 წუთის სალაშქრო მანძილზე მარშრუტი ფართო გზიდან მარცხნივ უხვევს ვიწრო ბილიკზე, რომელიც დიდი აღმართით ადის მთის ფერდობზე, დასაწყისიდან 3 საათი ლაშქრობის შემდეგ ბილიკი გვთავაზობს ულამაზეს ხედებს, #3 პანორამების ბილიკი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, ბილიკებიდან იშლება წიწვოვანი ტყეების ხედები. ბილიკზე ნახავთ ეროვნულ პარკში გავრცელებული  ცხოველების ნაკვალევს, როგორებიცაა:   კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus). დათვი (Ursus arctos), მგელი (Canis lupus), ამარათის ტურისტულ თავშესაფართან ახლოს მდებარეობს მწყემსების საზაფხულო ქოხები, აქ შეგიძლიათ მწყემსების ცხოვრების წესს გაეცნოთ. მეორე დღის ლაშქრობა გრძელდება პანორამების ბილიკზე რომელიც განსაკუთრ5ებულად ლამაზი ხედებით გამოირჩევა. მეორე დღის ლაშქრობა შედარებით ხანგრძლივია თუმცა უმეტესწილად დაბლა ეშვება. გზად შესაძლებელია ეწვიოთ ადგილობრივი მწყემსების საზაფხულო ქოხებს და გაეცნოთ მათ წეს-ჩვეულებებს.

მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი 16 კმ. საშუალოდ 6-7 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში

დღე 2: ამარათის ტურისტული თავშესაფარი - აწყურის მცველთა საგუშაგო. 18 კმ. საშუალოდ  6-7 საათი.

4. ხელუხლებელი ტყის ბილიკი:

/ 13 კმ, 7 სთ, საფეხმავლო, საშუალო სირთულის /

მთავარი ღირსშესანიშნაობები:  ეროვნული პარკის წიწვოვანი, ფოთლოვანი, შერეული და კოლხური სუბ-ტროპიკული ხელუხლებელი ტყეები

მარშრუტი იწყებაზანავის მცველთა საგუშაგოდან (950 მ.) და სრულდება ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან (870 მ.). ბილიკი ჰკვეთს ეროვნული პარკის აღმოსავლეთ ნაწილს და გამოირჩევა ხელუხლებელი ტყის მასივებით, აქ გავრცელებულია წიფლნარი, რცხილნარი და მუქწიწვოვანი სახეობის ხეთა ჯიშები.

ბილიკის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს როდოდენდრონის ყვავილობა მაისში. ნუნისის რეინჯერთა საგუშაგოსთან მდებარეობს IX საუკუნის ღვთისმშობლის მამათა მონასტერი.

ბილიკი რთულად სალაშქროა, ძალიან იშვიათია ვაკე რელიეფი. უმაღლესი წერტილი სადაც ბილიკი გაივლის არის 1690 მ. ზღვის დონიდან.

რეკომენდირებულია ერთი ღამისთევა კარავში ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან.

მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: ზანავის მცველთა საგუშაგო - ზანავის მცველთა საგუშაგო (ან პირიქით). 13 კმ. საშუალოდ 6-7  საათი, შესაძლებელია ღამისთევა კარავში.

5. ზეკარის უღელტეხილის ბილიკი:

/ 3კმ, 3 დღე, საფეხმავლო, რთული /

მთავარი ღირსშესანიშნაობები: კურორტი აბასთუმანი, ულამაზესი ხედები ზეკარის უღელტეხილზე და კოლხეთის სუბტროპიკული ტყე.

მარშრუტი იწყება დაცვის საგუშაგო პოსტთან, აბასთუმანში (ზღვის დონიდან 1390მ) საავტომობილო გზით და მიდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შემდეგ უხვევს აბასთუმანის ხეობიდან მდინარე ოცხეს ხეობისაკენ. 2,5 კილომეტრიანი მანძილის გავლის შემდეგ ბილიკი ადის ჩრდილო აღმოსავლეთით ციცაბო ფერდობზე (ზოგ ადგილას 20-25 გრადუსის დაქანებით) აღნიშნული წერტილიდან 6 კმ_ში მდებარეობს ტურისტული თავშესაფარი დიდმაღალი სადაც ტურისტები ჩერდებიან ღამის გასათევად. მეორე დღეს 1,5 კილომეტრიანი ბილიკი იმერეთისა და აჭარის ქედის გავლით მიემართება დასავლეთისკენ. ტურისტული თავშესაფრიდან 10 კილომეტრში ბილიკი უახლოვდება მეცხვარეების ზაფხულის სახლებს ნასაბაჯვარში. შემდეგ ბილიკი ჩადის მდინარე ოცხეს ხეობაში სადაც უერთდება პირველი დღის მარშრუტის ბილიკს და უბრუნდება საწყის წერტილს და ვბრუნდებით დაცვის საგუშაგო პოსტთან, აბასთუმანში.

ტურის აღწერა:

დღე პირველი: დაცვის საგუშაგო პოსტი აბასთუმანში - ტურისტული თავშესაფარი დიდმაღალში, 8 კმ, საშუალოდ 6-7 საათი, ღამისგათევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში.

დღე მოერე: ტურისტული თავშესაფარი დიდმაღალში - დაცვის საგუშაგო პოსტი აბასთუმანში, 23 კმ, საშუალოდ 7-8 საათი.

6. ნაკვალევის ბილიკი:

/ 13 კმ, 6 სთ, საფეხმავლო, საშუალო სირთულის /

მთავარი ღირსშესანიშნაობები: პანორამული ხედები, ხედი ქვაბისხევის კანიონზე, წმინდა მარიამის ეკლესია ქვაბისხევში.

მოგზაურობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობიდან და გრძელდება ლიკანში დაცვის საგუშაგო პოსტამდე. სადაც ვიზიტორებს ხვდებათ საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ხის უიშვიათესი სახეობა უთხოვარი, (Táxusbaccáta) რომელიც ევროპაში არსებულ ხეებს შორის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა. აქ გვხვდება  8-10 ასწლეულის უთხოვრის ხეები. მდინარის ხეობიდან 2 კმ-ის გავლის შემდეგ დაბლობზე ვიზიტორებს ხვდებათ ეროვნული პარკის რუკა (930 მ. ზღვის დონიდან) საიდანაც ბილიკი მიდის მთაში. აღმართი გრძე

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.