ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კოლონადები
აჭარა

კოლონადები

კოლონადები ბათუმის ერთ–ერთი ღირშესანიშნავი ნაგებობაა, რომლის აგების იდეა ბათუმელ ექიმს ივანე მჭედლიძეს ეკუთვნის. მან პროექტი 1933–1934 წლებში პროფესიული მივლინებით იტალიაში ყოფნისას ქ. სორენტოდან ჩამოიტანა. პროექტი ცნობილი ბათუმელი არქიტექტორის ბოგდან კირაკოსიანის ხელმძღვანელობით განხორციელდა. იგი  ზღვის სანაპიროზე გასვლისას კარიბჭის როლს ასრულებდა. აღსაღნიშნავია, რომ იმ დროს ზღვის ნაპირი დღევანდელთან შედარებით უფრო ახლოს იყო. შემდგომ, სანაპირო ზოლმა  უკან დაიხია და ზღვა კოლონადებს საგრძნობლად დაშორდა. კოლონადები დღესაც ბათუმის სავიზიტო ბარათია და ღირსეულად ამშვენებს ზღვისპირა ბულვარს. ანალოგიური კოლონადები ამშვენებს ასევე ბათუმის 6 მაისის პარკის ცენტრალურ შესასვლელს. 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.