ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
ქვემო ქართლი

მუზეუმ-ნაკრძალის მისამართი:  1706, დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
ტელეფონი: (+995 590) 880 115
ელ-ფოსტა: info@museum.ge
ვებ-გვერდი: www.museum.ge
მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების  თარიღი:   1983 წელი
მუზეუმ-ნაკრძალის იურიდიული სტატუსი:  გაერთიანებულია  საჯარო სამართლის იურიდიული 

პირის -საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (2005  წლიდან) მუზეუმ-ნაკრძალის 

ტიპი (პროფილი):  

ისტორიული ექსპონატების რაოდენობა: 2345 

მუზეუმ-ნაკრძალის  მოკლე აღწერა: 

ძეგლი წარმოადგენს შუა საუკუნეების ნაქალაქარს, სადაც დღემდემიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. შუა საუკუნეების ნაქალაქარზე შემორჩენილია შიდა ციხე, საერო დასაკულტო ნაგებობები. გარდა 

შუა საუკუნეების ფენისა, დმანისში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იკვლევენ 1,8 მილიონი წლით 

დათარიღებულ გეოლოგიურ ფენას, რომელიც გამოირჩევა ადრეულ ჰომინიდთა დაგანმარხებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი 

ნაშთით. 1991 წლიდან დღემდე დმანისის ძეგლზე აღმოჩენილიაჰომინიდის 5 თავის ქალა,

რაც მსოფლიოს არცერთ ძეგლზე დღემდე არ დაფიქსირებულა. ამ გათხრების შედეგებმასაერთოდ

შეცვალა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება 

ჰომინიდებისაფრიკიდან  განსახლების შესახებ.


სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11.00 – 16.00 სთ.
მუზეუმ-ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1.5 ლ, სასკოლოასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით  – 10 ლ.
უბილეთოდ დაიშვებიან:  6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

გამოფენები:  პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ 
საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა 

საგანმანათლებლოპროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე 

(ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+99593) 328 345 გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.