ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სოფელი ფარი
სამეგრელო ზემო სვანეთი

სოფელი ფარი

სვანეთის ულამაზესი სოფელია ფარი.

ფარი,მესტია-ჯვარის საავტომობილო გზის მონაკვეთის 110 კილომეტრზე  მდებარეობს.

სოფელი ფარი გამოირჩევა ულამაზესი ლანდშაფტიტა და უძველესი კულტურული მემკვიდრეობით.

აქ, თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ IX-X საუკუნის კოშკები და ტაძრები.გაეცნოთ უძველესი,სვანური ყოფისთვის დამახასიათებელ ელემენტებს: ოქროს მოპოვების, სვანური საპნის ,ტყავის დამუშავების,სვანური ქუდების დამზადების პროცესს.

ფარის თემის, სოფ. სვიფში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც გადმოცემისთანახმად აშენებულია ჩხეტიანების გვარის მიერ, ისინი სვიფში ცხოვრობენ  მე-8 საუკუნიდან,თვით ეკელსია აშენებულია მე-9 საუკუნეში.

სვიფის ეკლესია  ბაზილიკაა, ის აკურთხეს მე-10 საუკუნეში.ეკლესია ულამაზესი და უძველესი ფრესკებითაა მოხატული.

პირველი მხატვრობა, ეკლესიის შიდა კედლებზე შესრულებულია მე-10 საუკუნეში (მხატვრობა არის მხოლოდ შავი ფერით შესრულებული),   ხოლო ხელმეორედ, უკვე ფერადი ფრესკებით, ეკლესია მოხატულ იქნა მე-11 საუკუნის დასასრულსა და მე-12 საუკუნის პირველ ხანებში, რომლის მომხატვინებელი ყოფილა საერო პირი, ვინმე შალვა ქირქიშლიანი, რომელის პორტრეტი გამოსახულია ჩრდილოეთ კედელზე, სწორედ მას უთხოვია თავისიძმისთვის- ნექე ქირქიშლიანისათვის სუფის წმ.გიორგის ეკლესიის მოხატვა. ამ უკანასკნელს ეკუთვნის მესტიაში ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის მოხატვა.
დასავლეთიდან შესასვლელი კარი ხარატოვანია, შემკობილია მრავალი საუცხოო ჩუქურთმებიანი რგოლით და ერთ-ერთ მათგანში ასომთავრული წარწერაა: " წმინდაო გიორგი,მეოხ ეყავ წინაშე ღვთისა სულისა გაბოისა,ამინ"

ეკლესიასი დაცული არის უნიკალური ხატები და ჯვრები, რომელთა უმეტესი ნაწილი დამზადებულია მე-10-12 საუკუნეებში.

ფარის თემში,ცაგდერის მთაზე  კაიშის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს.

სვანები ამ ტაძარს კაიშე თარგზელის სახელით იხსენიებენ. მხატვრობა შესრულებულია XIV ს-ში. საკურთხევლის კონქში სამფიგურიანი ვედრების კომპოზიციაა.  კამარის მოხატულობა არ არის შემორჩენილი. სამხრეთის კედელზე ტრადიციული წმინდა მეომრები – წმ. გიორგი და წმ. თევდორე, ჩრდილოეთის კედელზე კი წმ. ევსტათეს ნადირობის სცენაა გამოსახული. კაიშობა სახალხო დღესასწაულია, აქ ლოცვასთან ერთად იმართება შეჯიბრება ცხენოსნობაში, ჭიდაობასა და სხვადასხვა სპორტულ სახეობებში.

თუ  თქვენ გიზიდავთ ლაშქრობა ულამაზეს ადგილებში,ფარში თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ,  ცალგმულდის მყინვარი,  ულამაზესი მისტიური ტბა-ყვითელი ტბა,რომელიც მდებარეობს  სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე,ტბა იდუმალებიტ მოცულია,მშვიდი,კამკამა ტბა შესაძლოა გაავდარების მიზეზად იქცეს თუ ტბას მყუდროება დაურღვიეთ.

განტვირთვისა და თევზაობისთვის  შეგიძლიათ ესტუმროტ   ულამაზეს მუნყველის ტბას,რომელიც შუაგულ ტყეში,მუნყველის მთაზე მდებარეობს,ამ ადგილას შეგიძლიათ გაშალოთ კარვები და დატკბეთ ულამაზესი ბუნების ხედებით.

ყოველ საღამოს შეგიძლიათ  გაისეირონოტ და დატკბეთ ულამაზესი ხედებით მჟავე წყლისკენ მიმავალ გზაზე,დააგემოვნოთ მინერალური მჟავე წყლები,რომლებიც სხვა დასხვა სამკურნალო თვისებებს ატარებენ.

თუ თქვენ გსურთ დასვენებისა   და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შერწყმა, ესტუმრეთ სოფელ ფარს,აქ თქვენ  მეგზურობას გაგიწევთ  საინფორმაციო ცენტრი“svantreveli” დაგიგეგმავთ მოგზაურობას თქვენი გემოვნებისამებრ.

ტურისტული ცენტრი,ვიზიტორებს სთავაზობს,სათავგადასავლო მარშრუტებს სვანეთის მიმართულებით,ულამაზესი ტბების, ჩანჩქერებისა და მყინვარების მონახულებას. საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებს, კარვების გაქირავების სერვისს, კემპინგი,  კულტურული ტურების დაგეგმვა, ოქროს მოპოვების, საპნის დამზადების, სვანური სამზარეულოს მასტერკლასს,საოჯახო ტიპის სასტუმროებში განთვსება.

დაგვიკავშირდით: 551 099060. svantrevel@gmail.com

https://web.facebook.com/svantravel/

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.