აჭარა
|
გონიოს ციხე
ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ.დაშორებით, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე. საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დასახლება ამ ციხის ირგვლივ მდებარეობდა. გონიო-აფსაროსის ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: ის იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შიდა რეგიონებს აკავშირებდა შავი ზღვის სანაპიროსთან. სწორედ ამგვარი მდებარეობის გამო იქცა გონიოს ციხე ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. შესაბამისად ციხე მოიცავს რამდენიმე ფენას: რომაულს(ძვ.წ. III-IV სს.), ბიზანტიურს(VI-VII სს.) და ოსმალურს (XVI ს.). გონიო-აფსაროსის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული არგონავტების მითთან. ცნობილია, რომ სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა თავისი ვაჟი აფსაროსი, რომელიც გაქცეულმა იასონმა მოკლა. აქვეა დაკრძალული ქრისტეს 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი - მატათა.
|