ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ჯანდარის ტბა
ქვემო ქართლი

მოკლე აღწერა: ჯანდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს მტკვრის აუზში. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა, მისი ნახევარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც. ტბის ჩრდილო-დასავლეთით ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიც. აქ განვითარებულია, ხისტი ჭაობის მცენარეულობა (ძირითადად ლელი და ლაქაში). არხის შესართავის მიდამოებში გვხვდება აგრეთვე შვიტი ანუ ძორის ძუა.

დამატებითი ინფორმაცია: ჯანდარის ტბა (აზერ. Candargöl) — ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ტაფობში ზღვის დონიდან 291,4 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 10,6 კმ², საშუალო სიღრმე 3,75, მაქსიმალური 7,2. წყლის მოცულობა დაახლ. 51 მლნ. მ³. ზომები — 6,4X3 კმ.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.