ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ხანჩალის ტბა
სამცხე ჯავახეთი

მოკლე აღწერა: ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1928 მ. სარკის ფართობი 13,3 კვ. კმ, აუზის ფართობი 182 კმ². უდიდესი სიღრმე 0,8 მ, წყლის მოცულობა 6,4 მლნ. მ³. ყინულითაა დაფარული ნოემბრის ბოლოდან აპრილის ბოლომდე. თევზი ცოტაა. ტბის ირგვლივ გაშენებულია ქალაქ ნინოწმინდის რამდენიმე უბანი და სოფლები: დიდი ხანჩალი და პატარა ხანჩალი.

დამატებითი ინფორმაცია: საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლის მაქსიმალური დონე გაზაფხულის ბოლოსაა, მინიმალური - თებერვლის ბოლოს. გამდინარეა, ქვაბული წარმოქმნილია სინკლინური ჩადაბლების ლავური მაკადით გადაგუბვის შედეგად. ტბა თითქმის მთლიანად წყლის მცენარეებითაა დაფარული. წყალი მტკნარია, მოყავისფრო. მარილიანობა - 110 მგ/ლ.



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.