ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კრუბერის კარსტული უფსკრული
ოკუპირებული აფხაზეთი

მდებარეობა: მდებარეობს, გაგრის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2250 მ-ზე, არაბიკის მასივში (კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში), ჩასასვლელი

კოორდინატები: N 43025’26’’; E 40019’32’’

მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან 660 კმ. სოხუმიდან 200 კმ. გაგრის მუნიციპალიტეტის დაბა განთიადიდან გზა მიუყვება მდინარე ხაშიფსეს, შემდეგ გზა მის მარცხენა შენაკადის სანდრიფშის ხეობაში მიემართება სოფელ მენდელეევოს გავლით, დასახლება კლდეკარამდე (მანახლუკი) მიდის ქვიანი გზა, ხოლო შემდეგ ზაფხულის საძოვრებისკენ მიემართება გრუნტის გზა, გაივლის ბერჭილის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე, მთლიანი მანძილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილიდან კრუბერის უფრსკულის ჩასასვლელამდე არის 70 კმ.

უნიკალურობა: ყველაზე ღრმა უფსკრული მსოფლიოში კრუბერის ანუ ვორონია-კრუბერის უფსკრული დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ მიწისქვეშა სიცარიელეთაგან ღრმაა, მისი სიღრმე – 2197 მ. სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად. პირველად კარსტული უფსკრული ქართველმა სპელეოლოგებმა პროფესორ ლევან მარუაშვილის ხელმძვანელობით აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს, უფსკრულის შესწავლაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი გეოგრაფები _ ზურაბ ტატაშიძე, თამაზ კიკნაძე, არსენ ოქროჯანაშვილი, ჯუმბერ ჯიშკარიანი, დემურ ტაბიძე. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ.

2007  წელს ოლეგ კლიმჩუკის ექსპედიციამ გაზარდა გამოკვლეული არე 2191 მეტრამდე, ხოლო 2012 წელს საერთაშორისო ჯგუფის ერთ–ერთი უკრაინელი წევრი გენადი სამოხინი გამოქვაბულის ფსკერამდე, 2197 მეტრამდე დაეშვა, რითაც გააუჯობესა 2007 წელს დამყარებული მისივე მსოფლიო რეკორდი. გენადი სამოხინი 2007 წელს გამოქვაბულში 2191 მეტრამდე დაეშვა. 13 კილომეტრით დაშორებულ შავი ზღვის ზედაპირამდე რჩება დაახლოებით 60 მეტრი სიმაღლე, არსებობს ვარაუდი, რომ  მისი სიღრმე უფრო დიდია, ვიდრე დღეს არის ცნობილი. რაც შეეხება ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი საულე პენკენე (2140 მეტრი).

გაგრის ქედზე მდებარე არაბიკის კირქვულ მასივი, რომლის წიაღშიც მსოფლიოს უღრმესი კარსტული უფსკრულებია ჩასახული, გამოკვლევების თვალსაზრისისთ ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია დედამიწაზე და მის წიაღში სავარაუდოა დღემდე უცნობი ზეღრმა კარსტული უფსკრულების და გიგანტური მღვუიმური სისტემების არსებობა. წყლების მოძრაობის სიღრმით და წყალუხვი მიწისქვეშა მდინარეების გამოსასვლელებით. ძლიერ დანაპრალებული კირქვები ზღვის დონიდან ქვემოთ, რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე ეშვება.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება “უძირო ქვაბულს”. აქ შეხვდებით მიწისქვეშეთში მობინადრე ცხოველს. მეცნიერებმა 1980 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს და დაარქვეს  Pლუტომურუს Oრტობალაგანენსის. მღვიმეში ბინადრობენ მრავალფეხა ჭიები, ხოჭოები და სხვ.

მღვიმეში გვხვდება მინიატურული სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, ადგილობრივი წარმოშობის ნგრეული და გამოფიტვის მასალა. ჰავა სტატიური. არის ასევე წყლის ნაკადები და პატარა ტბები. კრუბერის უფსკრულის წყლებით საზრდოობს მდინარე რეპრუა.

დღეს აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა და მასზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

ავტორი: გიორგი დვალაშვილი

«საქართველოს ბუნების 100 საოცრება»

ვიდეო გალერეა


ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.