ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მცხეთა მთიანეთი
მცხეთა მთიანეთი
მცხეთა-მთიანეთი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების -  ხევის, მთიულეთის, გუდამაყრის, ფშავის, ხევსურეთის, ერწო-თიანეთის, შიდა ქართლისა და ქსნისხევის ტერიტორიებს. შედგება 5 ადმინისტრაციული ერთეულისგან, ესენია: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. რეგიონის საერთო ფართობი 6785 კმ2-ია. რეგიონის უდიდესი ნაწილი მთაგორიანია და მოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიან მთებს 3500 და 5000 მ-ის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ულამაზეს ხეობებს, ტბებს და ალპურ ველ-მინდვრებს. მხარე საინტერესოა ეთნოგრაფიული, შემეცნებითი და კულინარიული თვალსაზრისით: წლის განმავლობაში აქ მრავალი საეკლესიო და სახალხო დღესასწაული იმართება: ლომისობა, კოპალობა და ლაშარობა, გერგეტობა, ათენგენობა... შემოდგომის პირზე ჩარგალში მთელი საქართველო დიდი ქართველი პოეტის, ვაჟა ფშაველასადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს - ვაჟაობას აღნიშნავს. დღესასწაულების სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ დამბალხაჭო, ჩობან-ყაურმა, ხავიწი, კეცეულები და ფშაური ხინკალი.
ოფიციალური მონაცემებით რეგიონის ტერიტორიაზე აღრიცხულია 5 კურორტი და 64 სამკურნალო წყალი. რეკრეაციული ზონებიდან ყველაზე ცნობილია სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.
 
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.