ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
იმერეთი

ღირშესანიშნაობა: 60-70 მ სიმაღლის სამსაფეხურიანი ჩანჩქერი გადმოედინება აღმოსავლეთ ექსპოზიციის ფერდობზე მდებარე მღვიმიდან. მღვიმეში ერთი პატარა და ერთი დიდი ტბაა. ჩანჩქერის ნაპირები დაფარულია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. აქ მრავალი ენდემური ცხოველი ბინადრობს, კერძოდ: კავკასიური თხუნელა, რადეს, ვოლნუხინის და კავკასიური წყლის ბიგები.

მდებარეობა: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. მუხურას მიდამოები, ტყიბული-მუხურას საავტომობილო გზის სიახლოვეს, 886 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 19.582 E43 02.947

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ტყიბული. თბილისიდან ტყიბული დაშორებულია 236 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;
ქ. ტყიბული - მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი  - 8,5 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელ: 577 10 18 06
ელ-ფოსტა: info@apa.gov.gezkvantaliani@apa.gov.ge 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.