ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ნაკიეთი
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი

ნაკიეთი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, შოდა-კედელას ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1000 მ. ონიდან 7 კმ. უწერის თემში.

სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნის II ნახევარში. შემორჩენილია დარბაზული ტიპის ეკლესია.

სოფელში ჩამოედინება მდინარე ვაჟანულა, რომელიც სათავეს იღებს მთა დედაკვინისწვერის (2479 მ)  სამხრეთი კალთიდან ზ.დ. 2240 მეტრზე და ურეთდება მდინარე რიონს. სოფლის ჩრდილოეთით ზ.დ. 1120 მეტრზე არის მთა ტურღუალისგორა.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.