კახეთში, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, საკურორტო ადგილები გაცილებით იშვიათად
გვხვდება, თუმცა ყვარლის მუნიციპალიტეტი ამ მხრივ გამონაკლისია. აქ მინერალური წყლის რამდენიმე
საბადო მოიპოვება. სოფელი ზინობიანი ალაზნის ვაკეზე, ყვარლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტია. ეს პატარა დასახლება 1924 წელს აზერბაიჯანიდან, ნუხის ოლქის სოფ. ვართაშნიდან გადმოსახლებულმა ქრისტიანი ალბანელების მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის
წარმომადგენლებმა - უდიებმა დააარსეს. ზინობიანშიმიწის ზედაპირზე ამოდის ორი ტიპის მინერალური წყალი, რომლებიც, უპირველესად, საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ
გამოიყენება.
ალაზნის ვაკეზე, გრემის თემში, კიდევ ერთი მინერალური წყლის საბადოა. ეს არის სოფელი შაქრიანი,
რომელსაც ხალხმა მუნისწყალი შეარქვა (საქართველოს გეოგრაფიულ სახელებს შორის ხშირად გვხვდება
მუნის სამკურნალო წყაროების აღმნიშვნელი მიკროტოპონიმები). შაქრიანის მინერალური წყალი, რომლის
ტემპერატურა 280ჩ-ია, გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, პერიფერიული და ვეგეტატიური ნერვული სისტემების დაავადებების სამკურნალოდ; რეკომენდებულია ცისტიტისა და ქრონიკული პროსტატიტის, ასევე ენდოკრინული სიმსუქნის დროს.
1. ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შორისაა ნეკრესი - უძველესი ქალაქი,
სადაც VI ს-ში ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი - აბიბოს ნეკრესელი მოღვაწეობდა.
2. ღვინის გვირაბი. ყვარელი. კავკასიონის კლდის მასივი. გვირაბში მთელი წლის მანძილზე ბუნებრივი ტემპერატურა 12-14O 0C -ს არ აღემატება, რაც იდეალურია ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის. გვირაბი
1950-იანი წლების ბოლოს აშენდა. თავდაპირველად მას სამხედრო დანიშნულება ჰქონია. ორი მთავარი და მათი დამაკავშირებელი 13 გვირაბის საერთო სიგრძე 7,7 კმია. გვირაბის ორივე შესასვლელს თავ-თავისი ფუნქცია აქვს: პირველი ტურისტებისთვის არის განკუთვნილი, მეორეს ინდუსტრიული დანიშნულება აქვს. გვირაბში ხდება დიდი რაოდენობით ღვინის დაძველება და დავარგება.
მდებარეობა: მდ. ალაზნის ხეობა, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი ფერდის ძირი.
მანძილი: თელავიდან – 40 კმ, თბილისიდან – 160 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 450 მ.
რელიეფი: ვაკე.
კლიმატი: ზომიერად ტენიანი. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა 10C. ზაფხული
ძალიან თბილი, ზომიერად ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 23-250C.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 600-800 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 72%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2300 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის ჰავა, სუსტად სულფიდური, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,9 გ/დმ3 და სუბ-
თერმული (28-300) ქლორიდულ-ნატრიუმიანი, ბორის მჟავისა და იოდის შემცველი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 8-9 გ/დმ3;
დებიტი: 50 000 ლ/ დღე-ღამეში.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია.
სამკუნალო ჩვენება: ძვალ-სახსროვანი, პერიფერიული ნერვული სისტემისა და კანის დაავადებები, ასევე
ნივთიერებათა ცვლის მოშლა.
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"