ღირშესანიშნაობა: საკაჟია 6 მ-ის სიმაღლის და 30 მ-ის სიგრძის ჰორიზონტალური ფორმის, დახშული, ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული არქეოლოგიური, პალეობოტანიკური და პალეოზოოლოგიური აღმოჩენებით მდიდარი მღვიმეა. პალეოლითის პერიოდის დამადასტურებელი ნიშნები კავკასიაში პირველად აქ დადასტურდა, სადაც მრავლადაა პალეოზოოლოგიური ჩლიქოსნების (დომბა, ირემი, შველი), მტაცებლების (მღვიმური დათვი, მღვიმური ლომი, ფოცხვერი და სხვ.), მღრნელების (წავი, მაჩვ-ზღარბი) მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები. ცხოველთა კბილებისა და ძვლების ნატეხების მოპოვებული რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს აღწევს. ეს მასალა მიეკუთვნება ზედა პალეოლითს (ორინიაკი - ლოლუტრე).
მდებარეობა: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. გოდოგანის მიდამოები, მდ. წყალწითელას ხეობის მარცხენა ფერდობი, მოწამეთას მონასტრიდან სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კმ, 204 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 16.796 E42 45.440
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;
ქ. ქუთაისი - სოფ. გოდოგანი 11 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ; სოფ. გოდოგანი - საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი 1.5 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ.(საფეხმავლო)
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
საკონტაქტო ინფორმაცია: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელ: 577 10 18 06
ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge / zkvantaliani@apa.gov.ge