ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
ბათუმის ბულვარის სკულპტურული კომპოზიციები
აჭარა

ბათუმის ბულვარის სკულპტურული კომპოზიციები

ბათუმის ზღვისპირა ბულვარის ძველი და ახალი ნაწილიც გამორჩეულია შადრევნებით, ფართო სასეირნო თუ ველო ბილიკებით, ალეებში მდებარე მარადმწვანე მცენარეების, მაგნოლიებისა და პალმების საუცხოო შერწყმით, იშვიათი ზღვისპირა განაშენიანებით. ბათუმის უნიკალური ბულვარი მრავალი შემოქმედის შთაგონების წყაროდ იქცა და იგი დღეს საინტერესო ქანდაკებებისა და თანამედროვე სკულპტურული კომპოზიციების ერთგვარი ნავსაყუდელია: „მე, შენ და ბათუმი“, „ნინო და ალი“, „ქალი ველოსიპედით“,  „შეყვარებულთა ქანდაკებები“ თუ ქალაქის სიმბოლოდ მიჩნეული „დელფინების“ სკულპტურები კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის ჩვენი ბათუმის საამაყო ზღვისპირა ბულვარს.

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.