ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
წყალტუბო
იმერეთი
წყალტუბო მსოფლიოში ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, ზღვის დონიდან 100-120 მეტრზე მდებარეობს. იგი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს. კურორტი თბილისიდან 250, ხოლო ქუთაისისდან 7 კილომეტრითაა დაშორებული.
კურორტის ბუნებრივი გარემო ეფექტური პეიზაჟებით გამოირჩევა. მის ფარგლებში წარმოდგენილია კოლხეთის დაბლობის, დაბალი და საშუალო მთების ტყიანი და კარსტული ლანდშაფტები. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იანვრის საშუალო ტემპერატურა +5,20, ხოლო ივლისის +230-ია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1700–1800 მმ, რაც მიმდებარე მთებში კიდევ უფრო მატულობს. ამგვარი დანესტიანება ჯეროვნად უზრუნველყოფს მიწისქვეშა თერმულ წყლებს, რომელთა დღე-ღამური დებიტი 20 მლნ ლიტრს აღწევს. 
წყალტუბოს თერმული წყლების ბალნეოლოგიური თვისებები საუკუნეების მანძილზეა ცნობილი, თუმცა როგორც კურორტმა ფუნქციონირება 1926 წლიდან დაიწყო. აქაური წყლების მინერალიზაცია 0,7-0,8 მგ/ლ, ხოლო ტემპერატურა +33+350-ია. მას სააბაზანოდ, საინჰალაციოდ და შესასხურებლად იყენებენ. თერმული წყლები ძალზე ეფექტიანად გამოიყენება რევმატიზმების, სახსრების, ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა, კანისა და გინეკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ. 
კურორტის სიახლოვესაა წყალტუბოს მღვიმე, რომელიც თავისი მასშტაბებით ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში. 
 
 
სტატიის ავტორია გამომცემლობა "კლიო"
 
www.klio.ge
 

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.